Cette légende a
été enregistrée près de Batoumi par Thédo Sakhokia (1868-1956), ethnographe
géorgien. En 1902, il envoie la légende à son ami Joseph Berthelot Baron de
Baye (1853-1931), archéologue et ethnographe français, qui ensuite la fait
publier dans la Revue des Traditions Populaires.
ეს ლეგენდა თედო სახოკიამ ბათუმის მახლობლად ჩაიწერა,
1902 წელს კი თავისი ხელნაწერი გაუგზავნა ფრანგ არქეოლოგსა და ეთნოგრაფს ჟოზეფ ბერტელო
ბარონ დე ბაის. ბარონმა დე ბაიმ ლეგენდა ფრანგულ კრებულში Revus des Traditions Populaires გამოაქვეყნა.
ლეგენდის მიხედვით, ინდოეთის მეფეს წალკოტი გაუშენებია
და მთელ მსოფლიოში მხლებლები გაუგზავნია სამოთხის მშვენიერი ქალწულების - ჰურიების
მოსაძებნად, რათა ისინი ამ წალკოტში დაესახლებინა. სწორედ მაშინ, როდესაც ინდოეთში
დასაბრუნებლად მხლებლებს ჰურიებთან ერთად საქართველო უნდა გაევლოთ, მეფის სიკვდილის
შესახებ მიიღეს ცნობა. ჰურიებმა გადაწყვიტეს ინდოეთში აღარ წასულიყვნენ და მშვენიერ
საქართველოში დარჩენილიყვნენ. სწორედ ამ ჰურიების შთამომავლები ყოფილან ქართველი ქალები. :)
აი, რატომ არიან ქართველი ქალები ასეთი მშვენიერები! :)