dimanche 23 juillet 2017

ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვა / Kakoutsa Tcholokhachvili

1930 წლის 27 ივნისს, პრაზ-კუტანის სანატორიუმში (პასი, ზემო სავოია, საფრანგეთი) გარდაიცვალა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ქაქუცას ცხედარი პარიზში გადმოასვენეს და ჯერ სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

შეფიცული ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებიდან: "კიდევ კარგი, რომ აუსრულდა უკანასკნელი ნატვრა და ვახტანგმა <ვახტანგ ღამბაშიძე> ცოცხალს ჩამოუსწრო მას, რადგან სულ ორი დღე გავიდა მისი ჩამოსვლიდან, და ქაქუცა გარდაიცვალა. ... დიდად დამეხმარა განსვენებული ვახტანგი. ყველაფერი მოვაწესრიგეთ; ქაქუცა ჩვენს თვალწინ ჩავასვენეთ თუთიის კუბოში და ოტსაუადან <ზემო სავოია> პარიზში გადავასვენეთ. ... ქაქუცა ბერძნების ეკლესიაში დავასვენეთ; სამი დღის შემდეგ იყო დანიშნული დაკრძალვა."


დაკრძალვის ეს უნიკალური ფოტოები ქალბატონ ნათელა ნიკოლაძე-ვილკურის პირად არქივშია დაცული და სწორედ მისი ნებართვით ვაქვეყნებთ. ფოტოები ცნობილი ქართველი ექიმის ვახტანგ ღამბაშიძის გადაღებულია.














mercredi 25 janvier 2017

იუნკერთა ჟურნალი "ცნობის ფურცელი" - N5 / "Tsnobis Furtseli" - Journal des anciens cadets géorgiens



გთავაზობთ „ცნობის ფურცლის“ მეხუთე ნომერს, რომელიც 1958 წელს გამოვიდა.
„ქართველ გადმოხვეწილებში დიდი აღფრთოვანება, სიხარული და თანაც სევდა გამოიწვია პარიზის სცენაზე, თბილისიდან ჩამოსულ მოცეკვავეთა გამოსვლამ“ – აი, როგორი ემოციით ხვდებიან ქართველი ემიგრანტები სუხიშვილების ანსამბლის პირველ გამოსვლას პარიზში.

ჟურნალის რედაქტორი - შოთა ნიკოლაძე


Et voici, le N5 du journal "Tsnobis Furtseli" publié sous la direction de Chota Nikoladzé.
D'autres numéros à suivre!
 
 

მეხუთე ნომერში წაიკითხავთ შემდეგ სტატიებს / Sommaire :
ვანო ბაქრაძე, ტაბახმელას გმირებს.
ვალიკო ხელაძე, სამშობლოს.
მხედარი, ქართული ენა.
ქართული ცეკვა პარიზში
ბერილ გრეის აზრი „ოტელოზედ“ (ვახტანგ ჭაბუკიანის შესახებ)
ცნობები