mardi 6 décembre 2016

დასავლეთ საქართველოს მეღვინეობა / La viticulture en Géorgie occidentale



გიზიარებთ საინტერესო სტატიას დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის შესახებ. სტატიის ავტორი, ფრანგი მოგზაური, ენტომოლოგი და მხატვარი თეოფილე დეიროლი 1860-იან წლებში საქართველოში რამდენჯერმე იყო ჩამოსული. ეს სტატია 1869 წელს გამოქვეყნდა და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველი უცხოენოვანი სტატიაა, რომელიც ასე დაწვრილებით აღწერს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების წესს და მარნებს. 

წაიკითხავთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას. მათ შორის იმას, რომ ყიფიანის ღვინო (ხვანჭკარა) რამდენიმე ჯიშისგან მზადდებოდა, თუმცა საფუძველი (la base) საფერავი იყო; რომ იმ დროს, მხოლოდ იმერეთში 200-ზე მეტი ჯიშის ვაზი იყო გავრცელებული; რომ  ავტორის აზრით გამბას ბევრი უზუსტობა აქვს თავის ნაშრომში; რომ ქართველი გლეხების უმრავლესობა ზარმაცია და რიგიანად არ რეცხავს ჭურს; რომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ღვინო ფრანგულს არ ჩამოუვარდება და ა.შ.

ამ ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ფრანგული სტატიის პდფ ვერსია. 




Bonne lecture ! :)