dimanche 29 novembre 2015

იუნკერთა ჟურნალი "ცნობის ფურცელი" - N2-3 / "Tsnobis Furtseli" - Journal des anciens cadets géorgiens

დაპირებისამებრ, გიზიარებთ იუნკერთა კავშირის ჟურნალის მომდევნო ნომერს. მეორე და მესამე ნომრები 1956 წლის ოქტომბერში, პირველი ნომრის გამოცემიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, ერთ ნომრად აკინძული გამოვიდა. ჟურნალის რედაქტორი შოთა ნიკოლაძე.

მომდევნო ნომრებსაც მალე გაგიზიარებთ!

N2-3 ნომრის ჩამოსატვირთი ბმული


Et voici, comme promis, je mets en ligne N2-3 du journal "Tsnobis Furtseli" publié sous la direction de Chota Nikoladzé.


D'autres numéros à suivre!

Cliquer ici pour télécharger N2-3 de "Tsnobis Furtseli"

მეორე-მესამე ნომერში წაიკითხავთ შემდეგ სტატიებს / Sommaire :
ორი თაობა (ტექსტი ნაპოვნი იუნკერ პროკოფი აბულაძის ნაწერთა შორის)
მაიორ ა.კვიტაიშვილის მოხსენების „1921 წლის ომი თბილისამდე“ შესახებ
ლეიტენანტ-კოლონელ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნის საპატივცემოდ
ქართველი მხედრები პოლონეთში
ავიაციის სიძლიერე და მისის გავლენა მომავალში
იუნკრებს
გენერალი ალექსანდრე ერისთავი (ნეკროლოგი)
სხვადასხვა ცნობები


samedi 28 novembre 2015

თბილისი ფრანგ ფოტოგრაფთა ობიექტივში, მე-19 საუკუნის უცნობი კოლექციები


მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ბევრმა ფრანგმა მოგზაურმა, ეთნოლოგმა თუ არქეოლოგმა იმოგზაურა და ამ მოგზაურობის ამსახველი მრავალფეროვანი ფოტომასალა დაგვიტოვა. დღეს ეს ფოტოები საფრანგეთის სხვადასხვა არქივებსა თუ ბიბლიოთეკებშია დაცული და ხშირად არა მხოლოდ ქართველი, არამედ ფრანგი მკვლევარებისთვისაც უცნობია.

9 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიხსნება გამოფენა „თბილისი ფრანგ ფოტოგრაფთა ობიექტივში, მე-19 საუკუნის უცნობი კოლექციები“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი ფრანგი ფოტოგრაფის 30 ნამუშევარი, რომლებიც 1890-იანი წლების თბილისს ასახავს. პოლ ნადარისა (1856-1939) და პოლ ლანკრენონის (1857-1922) სახელები ცნობილია ფრანგულ ფოტოგრაფიაში და საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ ცნობებიც არის დაცული. სამწუხაროდ, უცნობია მესამე ფოტოგრაფის ვინაობა, რომლის კოლექციაც ჩემი აზრით განსაკუთრებით საინტერესოა. აღნიშნული კოლექცია ინახება ფრანგი არქიტექტორის ჰენრი დენოს (1874-1969) არქივში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის არქივებში დაცული საქართველოს ამსახველი ფოტოები საგამოფენო დარბაზში გამოიფინება და მას ფართო საზოგადოება იხილავს. გამოფენის მიზანია დამთვალიერებელს საშუალებას მისცეს გაეცნოს ფრანგი ფოტოგრაფების თვალით დანახულ მე-19 საუკუნის თბილისს, აჩვენოს ის წვლილი, რაც მათ შეიტანეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფოტო-ფიქსაციის საქმეში და წარმოაჩინოს ის ურთიერთობები, რაც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს.

აღნიშნული ფოტოები ინახება საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობისა და  არქიტექტურის მედიათეკაში.

გამოფენა გაგრძელდება 14 დეკემბრამდე.
გელით!



dimanche 8 novembre 2015

იუნკერთა ჟურნალი "ცნობის ფურცელი" - N1 / "Tsnobis Furtseli" - Journal des anciens cadets géorgiens

ბლოგზე ორი დღის წინ დავდე ქართველ იუნკერთა კავშირის პირველი ჟურნალის "მტკვარი"-ს პირველი (და სავარაუდოდ ერთადერთი) ნომრის ჩამოსატვირთი ბმული. ამ ფაილს ორ დღეში 111 ჩამოტვირთვა აქვს!! როგორც ვხედავ, ინტერესი საკმაოდ დიდია, ამიტომ ვჩქარობ და ჩემი კოლექციიდან კიდევ ერთ ჟურნალს გიზიარებთ. 1955 წელს საფრანგეთის ქართველმა იუნკრებმა დაიწყეს ახალი, მანქანაზე ნაბეჭდი ჟურნალის გამოცემა. ჟურნალის რედაქტორი იყო შოთა ნიკოლაძე. პირველი ნომერი 26 მაისით თარიღდება! ადვილად მიხვდებით რატომ მაინცდამაინც 26 მაისი...

პირადად ჩემთვის ყველაზე გულისამაჩუყებელია რუბრიკა "ცნობები იუნკერთა ოჯახზე". მიაქციეთ ყურადღება სიტყვას "ოჯახზე". აქ იუნკრების ერთიანი ოჯახი მოიაზრება. ისინი ბოლომდე ერთ ოჯახად დარჩნენ და ევროპაში გაფანტულები ერთმანეთზე ზრუნვას ცდილობდნენ. რამდენი სითბოა ამ სიტყვებში: "გათხოვდა ქეთო ჯინჭარაძე მაიორ ალ. ჯინჭარაძის ასული. მამამისის აქ არყოფნის გამო, მამობა აქაურმა იუნკრობამ გაუწია."

მომდევნო ნომრებსაც სულ მალე გაგიზიარებთ!


პირველი ნომრის ჩამოსატვირთი ბმული


Il y a deux jours j'ai mis en ligne le premier (et sans doute le seul) numéro de journal des anciens cadets de l'Ecole militaire de Géorgie. 111 téléchargement depuis 2 jours ! Vu l’intérêt porté à ce sujet, je me dépêche de partager avec vous le premier numéro du journal tapuscrit "Tsnobis Furtseli" publié sous la direction de Chota Nikoladze par les anciens cadets géorgiens exilés en France.
D'autres numéros à suivre!

Cliquer ici pour télécharger le premier numéro de "Tsnobis Furtseli"



პირველ ნომერში წაიკითხავთ შემდეგ სტატიებს / Sommaire :
საქართველოს მარადისობა
სამხედრო სკოლა
სამხედრო სკოლაზედ თავდასხმა
ქართველი ოფიცრები საფრანგეთის ჯარში
იუნკერთა გამომცემლობის მოკლე მიმოხილვა
სხვადასხვა ცნობები
გენერალი ჩხეიძე
იუნკრები საზოგადოებრივ სარბიელზე
ცნობები იუნკერთა ოჯახზე
ქართველი ჯარისკაცის დღიურიდან
სრულწლოვანება

vendredi 6 novembre 2015

ქართველ იუნკერთა კავშირის პირველი ჟურნალი



1928 წელს ევროპაში გაფანტულმა ქართველმა იუნკრებმა ერთმანეთის დასახმარებლად დააარსეს ქართველ იუნკერთა კავშირი და ხელნაწერი ჟურნალის გამოშვება დაიწყეს. გიზიარებთ „მტკვარი“-ის პირველ ნომერს. სავარაუდოდ, დანარჩენი ნომრები აღარ გამოსულა. ყოველ შემთხვევაში ჩემს კოლექციაში მხოლოდ ეს ერთი ნომერია.

En 1928, les anciens cadets de l’Ecole militaire de Géorgie exilés en Europe décident de créer une «Association des Cadets Géorgiens » et publient leur premier journal manuscrit.

Cliquer ici pour télécharger le premier numéro de cette publication.

„ძვირფასო მეგობარო, პარიზში მყოფ ყოფილ იუნკერთა საინიციატივო ჯგუფმა გადასწყვიტა შეუდგეს ჩვენს, ყოფილ იუნკერთა, შეკავშირებას.“