dimanche 23 juillet 2017

ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვა / Kakoutsa Tcholokhachvili

1930 წლის 27 ივნისს, პრაზ-კუტანის სანატორიუმში (პასი, ზემო სავოია, საფრანგეთი) გარდაიცვალა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ქაქუცას ცხედარი პარიზში გადმოასვენეს და ჯერ სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

შეფიცული ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებიდან: "კიდევ კარგი, რომ აუსრულდა უკანასკნელი ნატვრა და ვახტანგმა <ვახტანგ ღამბაშიძე> ცოცხალს ჩამოუსწრო მას, რადგან სულ ორი დღე გავიდა მისი ჩამოსვლიდან, და ქაქუცა გარდაიცვალა. ... დიდად დამეხმარა განსვენებული ვახტანგი. ყველაფერი მოვაწესრიგეთ; ქაქუცა ჩვენს თვალწინ ჩავასვენეთ თუთიის კუბოში და ოტსაუადან <ზემო სავოია> პარიზში გადავასვენეთ. ... ქაქუცა ბერძნების ეკლესიაში დავასვენეთ; სამი დღის შემდეგ იყო დანიშნული დაკრძალვა."


დაკრძალვის ეს უნიკალური ფოტოები ქალბატონ ნათელა ნიკოლაძე-ვილკურის პირად არქივშია დაცული და სწორედ მისი ნებართვით ვაქვეყნებთ. ფოტოები ცნობილი ქართველი ექიმის ვახტანგ ღამბაშიძის გადაღებულია.