1973 წელს საფრანგეთის ქართველმა ემიგრანტებმა გამოაქვეყნეს ბროშურა „ლტოლვილთა საძვალენი, A la mémoire des Géorgiens morts en exil, 1921-1970“. აქ ჩამოთვლილია
1971 წლამდე უცხოეთში გარდაცვლილი ქართველების გვარები და მათი დაკრძალვის ადგილები
(საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, შვეიცარია, იტალია,
საბერძნეთი, ჩეხეთი, იუგოსლავია, რუმინეთი, პოლონეთი, ნორვეგია, შვედეთი, ესპანეთი,
ირანი, თურქეთი, ტუნისი, მაროკო, სირია, დასავლეთი აფრიკა, აშშ, კანადა, არგენტინა,
პერუ).
samedi 20 février 2016
dimanche 14 février 2016
გენერალ კვინიტაძის პასუხი / "Ma réponse" du Général Kvinitadzé
"ნოე ჟორდანის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი მოგონებანი "ჩემი წარსული". ეს წიგნი მეტად დამამცირებელია ქართველი ერისა და, განსაკუთრებით, მისი მხედრობისა. როგორც დამსწრე ჩვენი წარსულისა და არაერთხელ მთავარსარდალი მისი ჯარებისა, ვერ გავჩუმდები და მოვალეცა ვარ, გავსცე მას სათანადო პასუხი." - ასე იწყება გენერალ კვინიტაძის "ჩემი პასუხი", რომელიც პარიზში 1954 წელს გამოქვეყნდა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიოგრაფიით აქ თავს არ შეგაწყენთ, მის შესახებ საკმარისი ინფორმაციაა ინტერნეტში. უბრალოდ ჩამოტვირთეთ და წაიკითხეთ ეს საინტერესო წიგნი.
"ჩემი პასუხი" - წიგნის ჩამოსატვირთი ბმული
Cliquer ici pour télécharger le livre de Guiorgui Kvinitadzé "Ma réponse"
გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიოგრაფიით აქ თავს არ შეგაწყენთ, მის შესახებ საკმარისი ინფორმაციაა ინტერნეტში. უბრალოდ ჩამოტვირთეთ და წაიკითხეთ ეს საინტერესო წიგნი.
"ჩემი პასუხი" - წიგნის ჩამოსატვირთი ბმული
Cliquer ici pour télécharger le livre de Guiorgui Kvinitadzé "Ma réponse"
გენერალი გიორგი კვინიტაძე (ფოტო აღებულია ნანო კვინიტაძის არქივიდან)
Général Guiorgui Kvinitadzé (archives de Madame Nano Kvinitadzé)
lundi 1 février 2016
თეოფილე დეიროლის მოგზაურობა / Le voyage de Théophile Deyrolle en Géorgie
ფრანგი
ენტომოლოგი და მხატვარი თეოფილე დეიროლი (1844-1923) საქართველოში
პირველად 19 წლის ჩამოვიდა. შთამომავლებთან დაცულ საოჯახო არქივებში ჩანს,
რომ იმოგზაურა სვანეთში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, შეაგროვა
ვაზისა და ხეხილის მინუშები და საფრანგეთში გააგზავნა. დღემდე ვეძებ ამ
ნიმუშების შესახებ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, მაგრამ ჯერ-ჯერობით
ვერაფერს მივაგენი. 1869-70 წლებში ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა
და საინტერესო მასალები დაგვიტოვა. ამბობენ, რთული ხასიათი ჰქონდა,
კუდაბზიკა მეცნიერებს ვერ შეეწყო, ამიტომ პარიზიდან მოშორებით კონკარნოში
დასახლდა და მხოლოდ მხატვრობას დასჯერდა. მისი მოგზაურობის ჩანაწერებს კი
ჟიულ ვერნი გაეცნო და ნაწყვეტები გამოიყენა 1883 წელს დაწერილ
ნაწარმოებში „ჯიუტი კერაბანი“ (Kéraban-le-Têtu).
თეოფილე დეიროლის მოგზაურობის მარშრუტი (1869-1870 წწ.)
თორთუმის ციხე
ხახული
Inscription à :
Articles (Atom)