lundi 1 février 2016

თეოფილე დეიროლის მოგზაურობა / Le voyage de Théophile Deyrolle en Géorgie

ფრანგი ენტომოლოგი და მხატვარი თეოფილე დეიროლი (1844-1923) საქართველოში პირველად 19 წლის ჩამოვიდა. შთამომავლებთან დაცულ საოჯახო არქივებში ჩანს, რომ იმოგზაურა სვანეთში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, შეაგროვა ვაზისა და ხეხილის მინუშები და საფრანგეთში გააგზავნა. დღემდე ვეძებ ამ ნიმუშების შესახებ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს მივაგენი. 1869-70 წლებში ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა და საინტერესო მასალები დაგვიტოვა. ამბობენ, რთული ხასიათი ჰქონდა, კუდაბზიკა მეცნიერებს ვერ შეეწყო, ამიტომ პარიზიდან მოშორებით კონკარნოში დასახლდა და მხოლოდ მხატვრობას დასჯერდა. მისი მოგზაურობის ჩანაწერებს კი ჟიულ ვერნი გაეცნო და ნაწყვეტები გამოიყენა 1883 წელს დაწერილ ნაწარმოებში „ჯიუტი კერაბანი“ (Kéraban-le-Têtu).





თეოფილე დეიროლის მოგზაურობის მარშრუტი (1869-1870 წწ.)

თორთუმის ციხე

ხახული


Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire